მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა ისეთივე ნაყოფიერი იქნება, როგორც აქამდე იყო – ღარიბაშვილი ყაზახ კოლეგას

მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა ისეთივე ნაყოფიერი იქნება, როგორც აქამდე იყო – ღარიბაშვილი ყაზახ კოლეგას

თბილისში თქვენი ვიზიტისას ჩვენ განვიხილეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი და ასევე, ჩვენი ამბიციური გეგმები და პოტენციური პროექტები, რომლებიც, შესაძლოა, საინტერესო იყოს ორივე ქვეყნისთვის, როგორც ყაზახეთისთვის, ასევე, საქართველოსთვის, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვთან შეხვედრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა შუა დერეფნის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ დიდ ყურადღებას ვანიჭებთ შუა დერეფნის განვითარებას და კარგი გეგმა გვაქვს მისი განვითარებისთვის. გასულ წელს ხელი მოვაწერეთ შესაბამის გზამკვლევსაც (საგზაო რუკას), რაც, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამ დერეფნის განვითარებისთვის.

ახლახან მე ვიზიტით ვიმყოფებოდი ჩინეთში, სადაც კარგი საუბარი, დისკუსია მქონდა ჩინეთის მთავრობასთანაც ჩვენი ერთობლივი პროექტის შესახებ და იქ ვახსენე ჩვენი გეგმა, გზამკვლევი (საგზაო რუკა) შუა დერეფანთან დაკავშირებით. ამდენად, მჯერა, რომ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა იქნება ისეთივე ნაყოფიერი, როგორიც აქამდე იყო და როგორიც ახლაა”, –  განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთიდან ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩავიდა.

მსგავსი სიახლეები

“ლიზინგის დარგს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს” – რა საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს სექტორი

“ლიზინგის დარგს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს” – რა საკანონმდებლო…

სალიზინგო სექტორის წარმომადგენლები დარგისთვის საკანონმდებლო და საგადასახადო მიმართულებით ცვლილებებს ითხოვენ. როგორც სალიზინგო კომპანიების ასოციაციაში BMG-ის განუცხადეს, ერთ-ერთი გამოწვევა ამჟამად სექტორისთვის მოქმედი…
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია – TOP-10 ექსპორტიორი/იმპორტიორი

ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია – TOP-10 ექსპორტიორი/იმპორტიორი

ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც ექსპორტ-იმპორტი 2024 წელს თითქმის $2 მილიარდამდე, უფრო კონკრეტულად კი 1 მილიარდ 915 მილიონ დოლარამდე…
მთავრობა შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადს აწესებს

მთავრობა შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადს აწესებს

“ქართული ოცნების” მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი…